სალომე ზურაბიშვილი - თუ არსებობს რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, ეს დაღლილობის სინდრომი საქართველოში არ შეიმჩნევა

ევროკავშირთან დაახლოება კონკრეტულია და წინ მიდის - ევროკავშირი შარლ მიშელის მეშვეობით ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადალახვაში ჩაერთო, ეს არის არა ჩარევის, არამედ ევროკავშირის ინტერესის ნიშანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას აღნიშნა, თუ რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობის სინდრომი არსებობს, „ეს საქართველოში არ შეიმჩნევა“.

„საჭიროა, რომ ჩვენ დავინახოთ, კონკრეტული სვლები და ამაზე ვმუშაობთ. 2024 წლის განაცხადი, ერთი მხრივ ნამდვილად პერსპექტივაა, რომ დავინახოთ და ამ პერსპექტივის მიმართულებით უფრო აქტიურად ვიაროთ იმ რეფორმების გზაზე, რომლებიც ვიცით, რომ აუცილებელია. სასამართლო რეფორმები არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გარდაუვალია ჩვენი წინსვლა და ძალიან აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ მიმართულებით. ამავე დროს 2024 წელი უნდა იყოს ასოცირების სხვადასხვა დარგში იმპლემენტაციის წლები და საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირთან დაახლოება გაწევრიანებამდე კონკრეტულია და წინ მიდის. ეს ეხება სხვადასხვა პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ევროკავშირში, როგორიცაა შავ ზღვაზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც ერთად ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ბატონი შარლ მიშელის მეშვეობით ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადალახვაში ჩაერთო. ეს არის ნიშანი არა ჩარევის, არამედ ევროკავშირის ინტერესის, რომ ამ ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში, სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს. ეს არის სიახლოვის ნიშანი - თუ იმდენად ყურადღებით ხარ შიდა პოლიტიკის განვითარებაზე, ნიშნავს, რომ უცხო არ ვართ. თუ არსებობს რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, ეს დაღლილობის სინდრომი საქართველოში არ შეიმჩნევა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო