ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციის საერთო აზრია, რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა მოქალაქეებს შევთავაზოთ მრავალპარტიული მმართველობა იმ ქალაქებში, სადაც მეორე ტურში გადასულია ოპოზიციური კანდიდატი

ეს არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია, რომელიც ყოველთვის არის ავტოკრატიული მმართველობის მომტანი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტური არის შესაძლებლობა მოქალაქეებს შესთავაზონ მრავალპარტიული მმართველობა იმ ქალაქებში, სადაც მეორე ტურში გადასულია ოპოზიციური კანდიდატი.

„ოპოზიციური პარტიების საერთო აზრია, რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის თანამოქალაქეებს შევთავაზოთ მრავალპარტიული მმართველობა იმ ქალაქებში, სადაც მეორე ტურში გადასულია ოპოზიციური კანდიდატი. ეს არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია, რომელიც ყოველთვის არის ავტოკრატიული მმართველობის მომტანი ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს უნიკალური შანსი და კონსულტაციები მიმდინარეობს მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ოპოზიციური კანდიდატები მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ მრავალპარტიული მართვის, რაც არის ჯანსაღი მიდგომა და რასაც ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, როდესაც დასრულდება ეს კონსულტაციები, მოხდება წარდგენა მმართველობითი რგოლების ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს არის გადამწყვეტი, რომ ერთპარტიული მმართველობა ჩავანაცვლოთ მრავალპარტიული მმართველობით“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს