16 ქართული კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში Anuga 2021 იღებს მონაწილეობას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით, 2021 წლის 9-13 ოქტომბერს, 16 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2021-ში იღებენ მონაწილეობას.

„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი და 7 400-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

„ ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა „Anuga“ 2021-ზე საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება, რომელშიც ასევე ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მზაობა ვაჭრობისთვის.“

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტები”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა