პროექტის „მოხალისე პედაგოგი“ ფარგლებში, პედაგოგების შერჩევა დაიწყო

პროექტის „მოხალისე პედაგოგი“ ფარგლებში, პედაგოგების შერჩევა დაიწყო. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „მოხალისე პედაგოგი“ პირობითი მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ბენეფიციარები, მოხალისე პედაგოგების დახმარებით, სხვადასხვა საგანში ემზადებიან.

„პროექტი „მოხალისე პედაგოგი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა. მისი საშუალებით, ბენეფიციარებს სასურველი მიმართულებით ცოდნის დაუფლების და გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ.

თუ გაქვს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ცოდნის გაზიარების სურვილი, თუ გსურს, მხარი დაუჭირო სწავლის მსურველ ბენეფიციარებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, თუ გსურს, ხელი შეუწყო კანონთან კონფლიქტში მყოფ პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციას - ამის შესაძლებლობას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო გაძლევს.

გააკეთე განაცხადი 28 ოქტომბრამდე და გააზიარე ცოდნა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის!

კურსის დასრულების შემდეგ, მოხალისე პედაგოგები სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, განრიდებული პირების მხარდაჭერისა და პირობით მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდებიან.

განაცხადის გასაკეთებლად დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=328802 ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს