დავით კირკიტაძე - ხელისუფლება ცდილობს, კონკრეტული ადამიანები მოისყიდოს

ეს ხელისუფლება ცდილობს, კონკრეტული ადამიანები მოისყიდოს თავიანთი გადაწყვეტილებებით, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

დავით კირკიტაძის თქმით, დღეს პასუხისმგებლიანი მთავრობა იზრუნებდა იმაზე, რომ პური და საწვავი არ გაძვირებულიყო.

„ხომ ამბობენ, არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, დღეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გააკეთებდა იმას, რომ პური არ გაძვირდებოდა, მოახდენდა პურ-პროდუქტების მწარმოებელთათვის გარკვეული შეღავათის დაწესებას. დღეს პასუხისმგებლიანი მთავრობა გააკეთებდა იმას, რომ საწვავი არ გაძვირდებოდა, პირიქით, გაიაფდებოდა და აქციზს შეამცირებდა. აი, ეს სჭირდება დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც უძვირდებათ პურიც, საწვავიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ამას არ აკეთებს ეს ხელისუფლება და ცდილობს, კონკრეტული ადამიანები მოისყიდოს თავიანთი გადაწყვეტილებებით, ეს ხომ ქართველი ხალხის სასიკეთოდ არ აისახება საბოლოოდ“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს