"ლელო" უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის შეცვლას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს

"ლელო" მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის შეცვლას და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბჭო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით უნდა ჩამოყალიბდეს.

მისივე თქმით, რაც არ უნდა კარგი ხალხი შევიდეს საბჭოში, არსებითად არაფერი შეიცვლება, თუ ისევ დახურულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ ნულოვანი ინფორმაცია გვაქვს. ჩაიკეტებიან ოთახში და საერთოდ დარწმუნებული ხართ, რომ პანდემიის მართვაზე მსჯელობენ? რატომ უნდა დავუჯეროთ ან არ დავუჯეროთ მათ?! პროცესი უნდა იყოს საჯარო. საკოორდინაციო საბჭოს ევალება, მისი გადაწყვეტილებები მინიმუმ ოქმდებოდეს და იყოს გამჭვირვალე. დღეს არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ საბჭო, როგორც კოლექტიური ორგანო ასე ფუნქციონირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოში შევიდნენ ჯანდაცვის სისტემის მენეჯერული მართვის მცოდნე პირები. გარდა ამისა, უნდა შევიდნენ ადამიანები, ვისაც აქვს საჯარო პოლიტიკის გამოცდილება - აქ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები და ოპოზიცია.

თუ "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ომში ვართ, მარტო მათი ომია?! და მერე როგორ ომობენ?!

განვიცდით ინფორმაციულ შიმშილს. რაღაც ახალ რეჟიმზე რომ გადავედით, რატომ გადავედით? არ გვაქვს წვდომა არგუმენტებზე, თუ რაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა