გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 07:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, გმირის, ღვინჯილიას, სააკაძის, კოსმონავტების, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები, არტანი, დულუზაურები, გოჯიაანები და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო