ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად შეარჩია რეგიონი - ქვემო ქართლი. ინფო-ტურში კერძო სექტორის 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Gitoa - საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, GTA - საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

2 - დღიანი ტურის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები ქვემო ქართლში სოფელ ფარცხისსა და ელიზაბეტთადს ეწვივნენ, მოინახულეს გერმანული უბანი, დაათვალიერეს საოჯახო მარნები, მონაწილეობა მიიღეს 3 საათიან საცხენოსნო ტურში, ასევე ეწვივნენ სოფელ ტბისს, სამშვილდეს, ნაქალაქარს და კანიონს. ტურის ფარგლებში მოინახულეს ბოლნისი, სოფელი ქვეში, ბოლნისის მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ასევე ელიას სამონასტრო კომპლექსი და ფიტარეთის მონასტერი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ, ინფო-ტურის შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მომზადდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა