ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის პირობებში.

„მხარეებმა მიმოიხილეს ის სფეროები, სადაც მომავალ წლებში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე, უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართულია 2.7 მლრდ აშშ დოლარი”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა