საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტებმა გახსნეს და ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს სიტყვით მიმართეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნესფორუმში მონაწილეობდა 50-მდე ავსტრიული კომპანია, რომლებიც წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგო და საკონსულტაციო სექტორებს წარმოადგენენ.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ ურო გაძლიერდება და გაღრმავდება.

„პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის, მისი საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოტენციალის სრული ათვისების მნიშვნელობას, რისთვისაც საჭიროა ევროპული ბიზნესის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ინოვაციების ხელშეწყობა და განვითარება.

პრეზიდენტმა ისაუბრა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე.

პრეზიდენტმა სამთო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ბალნეოლოგიური საკურორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარებაზე ისაუბრა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს