მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, შიმშილობის გამო ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

"ვისაც ადარდებს ხვალინდელი დღე, ქვეყნის მომავალი, დარდობს და აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას. დღევანდელი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის დამძიმებული. ჩვენ "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო