საბა ბუაძე - მეორე ტურში მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს, ცაგერში გახარიას პარტიას ჰყავს მერობის კანდიდატი, მასაც კი დავუჭერთ მხარს

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მისი პარტია მხარს მხოლოდ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელსაც.

ამის შესახებ ბუაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, 41 ნომრის ცვლილება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

„კოალიციის მოცემულობა დღეს არ დგას. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევა არ ნიშნავს კოალიციის შეკვრას. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში! პარტიების, მათ შორის, გახარიას პარტიის შეჯერება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე, არ ნიშნავს კოალიციურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში - არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მეორე ტურში მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს. მიუხედავად ჩვენი და ჩემი დამოკიდებულებისა, ცაგერში გახარიას პარტიას ჰყავს მერობის კანდიდატი და ამ მოცემულ შემთხვევაში იმიტომ, რომ ცვლილება არის 41 ნომრის ცვლილება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, მასაც კი დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა ბუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო