საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, სუზანა ამადორს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საქართველო-პორტუგალიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე, პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სუზანა ამადორს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა, საქართველო-პორტუგალიას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთიანობის, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხში მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს კონტაქტების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას 2022 წელს საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებების დასაგეგმად, რომლის მიზანიც საქართველოსა და პორტუგალიას შორის შემდგომი სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.

სუზანა ამადორმა მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოსთვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო