გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ბაკურიანის გაზგამანაწილებელ სადგურზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს გეგმავს, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, 10:00 დან 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ბაკურიანის მომხმარებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა