დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„სააკაშვილის შიმშილობა არ მადარდებსო, ამბობს ნათია თურნავა. ის თურნავა ამბობს, ვინც ათეული წლებია ძარცვავდა და ძარცვავს ქვეყანას!

ისე, დღეს აღმოაჩინეს "ოცნებაში", რომ თურმე ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა და მორიგი სიბრძნე გამოაცხვეს - იჯარას აღარ გადავახდევინებთო მოიჯარეებს.

და ერთი ეს მინდა ვკითხო თურნავას და მისნაირ ჩინოვნიკებს "ოცნებიდან",

იჯარას თუ არ ახდევინებთ, საბანკო სესხებს რატომ ახდევინებთ მაშინ ხალხს?

თან გაზრდილს! იჯარის გადასახდელი შემოსავალი არ აქვთ და სესხის და პროცენტების გადასახდელი ააქვთ?! მაგრამ ესეც "ოცნების" ხელისუფლების მორიგი კორუფციის წყაროა! აქაც ისევ თავად აქვთ ინტერესები, თვითონ აფათურებენ ხელებს და ივსებენ ჯიბეებს და იმიტომ!- წერს „ფეისბუქში“ დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო