იტალიაში საავიაციო ფორუმზე WORLD ROUTES 2021 საქართველო აეროპორტების გაერთიანებამ წარადგინა

10-12 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიის მთავარ ქალაქ მილანში, ყოველწლიური ავიაფორუმი WORLD ROUTES 2021 გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

რიგით 26-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში მსოფლიოს 300 ზე მეტი აეროპორტის, ავიაკომპანიის, საავიაციო სფეროსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, საქართველო ფორუმზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ (UAG) წარადგინა. ქართულ დელეგაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობდა.

მისი განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი ავიაციის სექტორისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. კოვიდ პანდემიის გამო, ფრენების აკრძალვასთან ერთად არ გამართულა არც ერთი საავიაციო ფორუმი. WORLD ROUTES 2021 ავიატორებისთვის პანდემიის პირობებში პირველი მასშტაბური პლატფორმა იყო, სადაც შესაძლებლობა გვქონდა პირისპირ განგვეხილა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და სიახლეები“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თქმით, ფორუმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინეს. გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრ ავიაკომპანიას შევხვდით. ჩემს გუნდთან ერთად, შევეცადეთ ჩვენი აეროპორტებით დაგვეინტერესებინა არსებული და მომავალი პარტნიორები. პოტენციურ პარტნიორებს ცალკე პროექტად შევთავაზეთ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რათა კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი აეროპორტის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

სამდღიან ფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. განიხილეს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის