ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

„ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. არსებული მდგომარეობა მძიმეა და არ არის დამაკმაყოფილებელი. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი, ხოლო შემდეგ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა დაუშვებელია.

„ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე. დაახლოებით 700 000 ლარი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით 10-12 თვე დასჭირდება პროექტის შემუშავებას, რის შემდეგაც მის განხორციელებას დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა