სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი 6-მა სპორტსმენმა გამოთქვა, თუმცა სავარაუდოდ, მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელის ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაირიცხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ განუცხადა, ლაშა ტალახაძემ მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩარიცხვის თხოვნით განათლების სამინისტროს, მთავრობის #460-ე დადგენილების საფუძველზე მიმართა.

მთავრობის აღნიშნული დადგენილება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრების უგამოცდოდ ჩარიცხვას გულისხმობს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან ან მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებენ. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის პრივილეგიით შემდეგი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ, თუმცა წელს გამონაკლისი მხოლოდ იმ სპორტსმენებისთვის დაიშვა, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს. 2021 წლის ზაფხულში გამართულ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ სულ ორი ოქროს მედალი მოიპოვა (ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური), თუმცა სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი მხოლოდ ლაშა ტალახაძემ გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძის გარდა, განათლების სამინისტროში სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის 5 პრიზიორსაც - იაკობ ქაჯაიას, ლაშა შავდათუაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და გურამ თუშიშვილსაც, თუმცა ვინაიდან მთავრობის აღნიშნული დადგენილება წელს სხვა პრიზიორებზე არ ვრცელდება, ისინი სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ, მიმდინარე სასწავლო წლისთვის ვერ ჩაირიცხებიან.

„სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და ხუთმა პრიზიორმა: იაკობ ქაჯაიამ, ლაშა შავდათუაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა. ტალახაძეს მწვრთნელთა ფაკულტეტზე სურს სწავლა. ჩვენ განათლების სამინისტროს დანარჩენ 5 სპორტსმენთან დაკავშირებითაც მივმართეთ და განათლების სამინისტროს პასუხს ველოდებით“, - განაცხადა გურამ ძაგანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა