დავით ნარმანიამ სლოვაკ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სლოვაკეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე რეფორმების მიმდინარეობა გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი არჩილ სოხაძე, სლოვაკეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ანდრეი იურისი, აღმასრულებელი დირექტორი მილან სიგანი და კომისიის სხვა წარმომადგენლები.

მხარეებმა შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის სლოვაკური გამოცდილება, უბალანსობის გაანგარიშების მიდგომები, ბაზრის მონიტორინგის წესები და პრინციპები, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმები და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ძირითადი ფუნქციები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა