23-24 ოქტომბერს, თბილისი „საშემოდგომო ნობათს“ უმასპინძლებს

დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, 23-24 ოქტომბერს თბილისი „საშემოდგომო ნობათს“ უმასპინძლებს და გარევაჭრობა გარკვეულ ადგილზე ნებადართული იქნება.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წელს „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა არ გაიმართება, საპატიო თბილისელებს კვლავ დააჯილდოებენ.

„მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-პანდემიის გამო „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსის და სოლო შემსრულებლის, 2 ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით.

ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ჩვენ უარი ვთქვით "თბილისობის" მუსიკალურ ნაწილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა გადაერიცხება ბათუმში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში. ამ ოჯახების დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. თბილისი ყოველთვის დგას იმ ადამიანების და ოჯახების გვერდით, ვისაც უჭირს და მძიმე მდგომარეობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი გაუქმებულია, არ დავარღვევთ თბილისურ ტრადიციას და წელსაც დავაჯილდოებთ საპატიო თბილისელებს.

დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმასთან დაკავშირებით, როდის და სად გაიმართება ეს დაჯილდოება.

ასევე მინდა გაცნობოთ, რომ 23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს „საშემოდგომო ნობათს“, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები. თქვენ იცით, რომ ყოველ “თბილისობას” სხვადასხვა რეგიონიდან და სოფლიდან ჩამოდიან, ჩამოაქვთ პროდუქტი. ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ.

აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: ეს არის ჩუღურეთი, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია, სამგორის რაიონი, ვიქტორ კუპრავას ქუჩის # 10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია, გლდანში - ნოზაძის ქუჩა, დიდუბე - სტანისლავსკის ქუჩა, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივი - პაიჭაძის ქუჩა #1, საბურთალო - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ვაკე - გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორია“,-აღნიშნავს კალაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა