ლევან დავითაშვილი პიტერ ვიბლერს და მარიკა ოლსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერს და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელ მარიკა ოლსონს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების, წყლის და ნარჩენებისა მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობის საკითხებსაც.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პიტერ ვიბლერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. USAID-ისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მისიის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს დაეხმაროს ისეთი აქტივობების განხორციელებაში, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა