ურბანისტი პაპუნა ძიძიგური - სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ისე არა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ“

სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ისე არა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ“. საჭიროა პროფესიონალურად გამკაცრება და არა კანონის გამოცემა, რომ ყველაფერი აიკრძალოს, - ამის შესახებ ურბანისტმა, ქალაქმგეგმარებელმა, პაპუნა ძიძიგურმა „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საკითხის აწონ-დაწონვაა საჭირო და ისეთი კანონების მიღება, რომელიც „არც შამფურს დაწვავს და არც მწვადს“.

„ვფიქრობ, პრობლემა სიღრმისეულია და არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ფაქტს, რაც ბათუმში მოხდა. ამის მიზეზი არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც მიღებულია და დღეს ჩვენს სახელმწიფოში ნორმალურია. ფაქტობრივად, ყველას შეუძლია იმუშავოს, რაც იწვევს ნიჰილიზმს და საქმისადმი ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს ყველაფერი შესაძლებელია. შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია იმით, რომ ყველა სფეროში ნელ-ნელა დაიწყოს პროფესიულ რელსებზე გადასვლა და როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების პასუხისმგებლობა გაიზარდოს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის