გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობას რაც შეეხება - რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის ის ახლა ციხეში? გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?!

სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობას რაც შეეხება - რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის ის ახლა ციხეში? მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?!- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აქციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აანონსებს, ლეგიტიმაცია არ აქვს.

"სააკაშვილის მიმართ არის გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე წლის წინ გამოტანილი და მის ბრალდებებთან დაკავშირებით საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კითხვის ნიშნები არ ჰქონია, არც ჩვენს პარტნიორებს. ე.წ. აქციებს რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აანონსებს, არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან. რაც შეეხება სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობას, აქ ძალიან მარტივი კითხვა უნდა დავსვათ, რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის ის ახლა ციხეში? მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი?! თუ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა თქვა, რომ სააკაშვილი მხილებულია დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში? შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ შეუერთდნენ ამ აქციებს, მიიღეს მათთვის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება. 2021 წელს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო პროცენტულად უფრო დაბალი შედეგი, "ნაციონალური მოძრაობის" გაიზრდა, რადგან ეს პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აყვნენ, ახლა იმედი მაქვს, ეს პარტიები მიხვდებიან, რომ 2024 წლამდე თავიანთი ნიშა უნდა დაიჭირონ საზოგადოებაში, სხვა შემთხვევაში ისინი მუდმივად დამოკიდებული იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივზე,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა