„ევროპული საქართველოს“ წევრებმა „პუშკინის სკვერში“, „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ დროებით ღობეზე პლაკატები გააკრეს წარწერით - „აღარ მოეკიდო გაგებით“

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა „პუშკინის სკვერში“, „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ დროებით ღობეზე ბიძინა ივანიშვილის კარიკატურული გამოსახულებით და წარწერით - „აღარ მოეკიდო გაგებით“, პლაკატები გააკრეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პლაკატები „პანორამა თბილისთან“ არსებითად ახლოსაა, რადგან ეს ტერიტორია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული და ის „წლების განმავლობაში მისაკუთრებულია“.

„ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და ნათლად აჩვენებდა, რამდენად აწუხებდა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ეს პლაკატები, რომელშიც ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟსაა შედარებული. ცხადია, არსებითად ეს ყველაფერი „პანორამა თბილისთან“ ახლოსაა, იმიტომ, რომ „პანორანმა თბილისიც“ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში ეს ტერიტორია მისაკუთრებულია. აქ „ქართულმა ოცნებამ“ პუშკინის მოედანი გააუქმა. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას. ასევე, ჩანს, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით, როგორ დასდევენ ჩვენს პლაკატებს“,- განაცხადა ნონიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა