არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღე საინფორმაციო შეხვედრით აღნიშნა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე საინფორმაციო შეხვედრით აღუნიშნა. ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად ნაადრევი ქორწინების რისკები, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის ფორმები განიხილეს.

„დისკუსიის შემდეგ, მოზარდებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა უჩვენეს. „ციფრული თაობა, ჩვენი თაობა“ - წელს გოგონათა საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება და ციფრულ წიგნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს