ირაკლი ზარქუა - ხვალინდელ აქციაზე შეიკრიბებიან, გამოხატავენ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან

შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები "ნაცმოძრაობასთან" მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო.

რაც შეეხება ხვალიდნელ აქციას, შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა. ვინც გადავა ამ ზომას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს კრიტერიუმებს, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მიხედავენ შესაბამისი სამსახურები. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან,"- განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს