თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში გერმანული მხარის წვლილზე, გაწეულ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებასაც გაუსვა ხაზი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოს ეფექტური სატრანზიტო მხარდაჭერა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო