მამუკა ხაზარაძე გიორგი კაკაურიძეს - რატომ გიჭირთ თქმა, რომ ამხელა დაფინანსების პირობებში, რომელიც სახელმწიფომ ვალის სახით აიღო და კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩადო, სამთავრობო გუნდის მეორე მხარემ ჩააფლავა

როცა ფინანსებს განკარგავთ, მის შედეგებზე უნდა იყოთ პასუხისმგებელი - რატომ გიჭირთ იმის თქმა, რომ ამხელა დაფინანსების პირობებში, რომელიც სახელმწიფომ ვალების სახით აიღო და კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩადო, სამთავრობო გუნდის მეორე მხარემ ჩააფლავა, - აღნიშნული განცხადებით ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ვაქცინაცია მხოლოდ დოზების შემოტანა არ არის.

“თქვენ ხარჯავთ თანხას, რომელსაც მოქალაქეების სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის შედეგი არ მოაქვს. როცა დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, არანაირი კამპანია არ ჩატარდა. არ ჩატარდა იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ანტივაქსერების შეეშინდათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პასუხად გიორგი კაკაურიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში საკმარისი დოზებია იმისთვის, მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.

“თუ რატომ არის კოვიდით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ამის მიზეზია ის, რომ აცრის მოცულობა არის ნაკლები. სამწუხაროდ, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებების მიუხედავად, მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მცირეა. სიკვდილიანობაც გამომდინარეობს იქედან, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. ძალიან ცუდია, რომ წამახალისებელი ღონისძიებების გატარება, ლატარიის გათამაშება და სხვა ღონისძიებებისთვის მიმართვა გვიწევს იმისთვის, რომ ადამიანი აიცრას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა