რომან გოცირიძე - მონიტორინგის კომისია არის უკან მიდევნებული ლამპარი - სამი დღეა საშვი ვერ მიუღია მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, რომელ მზრუნველობაზეა საუბარი?!

მონიტორინგის კომისია უკვე არის უკან მიდევნებული ლამპარი - სამი დღეა საშვი ვერ მიუღია მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, რომელ მზრუნველობაზეა საუბარი?!- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფის შექმნის საკითხს.

მისი თქმით, საჭიროა არა კომისიის შექმნა, არამედ სააკაშვილის გათავისუფლება.

"თითქმის ორი კვირა გავიდა, რა დროს ეს ინიციატივაა? ახლა მიხვდნენ, რომ უგუნური განცხადება გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქილიკო გახადეს ერთი კოვზი თაფლის საკითხი და უნდათ გადაფარონ ამ განცხადებების სიმძიმე და შექმნან პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე ვითომ მზრუნველობის განწყობილება. ისედაც ვალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ იზრუნონ პატიმარზე და ამას არავითარი სპეცკომისია არ სჭირდება. ეს კომისია ფაქტობრივად უკვე არის უკან მიდევნებული ლამპარი. როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს პირად ექიმთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ და სამი დღეა საშვი ვერ მიუღია მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, რომელ მზრუნველობაზეა საუბარი?! ვერ გეტყვით, როგორ წარიმართება ამ კომისიის მუშაობა, თუ უნდათ შექმნან, მაგრამ იმ ზღვარზეა მისული შიმშილობა, როცა სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამიტომ, კომისიის შექმნა კი არ არის საჭირო, არამედ დაუყონებლივ არის მისაღები გადაწყვეტილება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს