სოზარ სუბარი - გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ - წლების წინ იყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, მაგრამ ამის გამო გადამდგარი არავინ მინახავს

გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ - რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ- ერთი დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, მაგრამ ამის გამო გადამდგარი მე არავინ მინახავს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარ მაიკ გალერის განცხადებას.

სუბარის თქმით, რამდენად მართლა ხორციელდებოდა ზოგადად მოსმენა, მან არ იცის და გამოძიება დაადგენს, რამდენად ჰქონდა ადგილი უკანონო მოსმენებს.

"პრაქტიკულად გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ. შეუძლებელია ამის ლეგიტიმური საფუძველი არსებობდეს. თუ ვინმემ დაარღვია კანონი, ბუნებრივია აგებს პასუხს, გამოძიება მიდის სწრაფი ტემპით. ყოველ დღე იკითხება ათობით ადამიანი. რეალურად მართლა არსებობდა თუ არა გარკვეული მოსმენები არ ვიცი, თუმცა, უშიშროების სამსახურს უფლება აქვს ლეგიტიმური მოსმენები ჩაატაროს და ის, რაც ამ ფაილებშია, შეიძლება ზოგი იყოს ლეგიტიმური, ზოგი მოგონილი, ზოგი უკანონო მოსმენა. ამ ყველაფერს დაშვების თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გადადგომას, როცა არ ვიცით, რეალურად რა მოხდა, ვერავის გადადგომა ვერ მოხდება. ბატონ გალერის რა ინფორმაცია აქვს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მსგავსი სკანდალები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში იწყება ხოლმე, შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ- ერთი დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ამის გამო გადამდგარი მე არავინ მინახავს", - განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ მასაც უსმენენ. როგორც მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან განაცხადა, საყოველთაო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფუნქციონირებად დემოკრატიაში პასუხისმგებელი პირი გადადგებოდა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს