ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ხვალინდელი აქცია მნიშვნელოვანია

იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია",- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც 14 ოქტომბერს დაანონსებულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

როგორც ხოშტარია განმარტავს, მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ - არა.

"მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ცდება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ - არა. მის მიმართ ჩემი კითხვები და პრეტენზიები იგივე რჩება, რაც ოდესმე მქონია.

მიმაჩნია, რომ რაც ახლა ხდება არ აქვს კავშირი არც სამართალთან და არც სასამართლო პროცესთან, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია",-აღნიშნავს ხოშტარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა