მაიკლ გალერი - საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ

არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა.

„ეს ძალიან შემაშფოთებელია, არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას, საჭიროა ფოკუსირება იმაზე თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არ არის რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს, ასევე, აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს,“- განაცხადა მაიკლ გალერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა