მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება დამაჯერებელი ტონით ისაუბრო „მისმენენ-არ მისმენენ“, მგონი, საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს

არ შეიძლება დამაჯერებელი ტონით ისაუბრო „მისმენენ-არ მისმენენ“, მგონი, საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ მასაც უსმენენ.

სარჯველაძე ასევე გამოეხმაურა გალერის მოსაზრებას, რომ მოსმენებზე მსგავსი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ფუნქციონირებად დემოკრატიაში მინისტრი გადადგებოდა და აღნიშნა, რომ პრევენციულად ვინმეს გადადგომის მომხრე არ არის.

„თუ მართლა ასეთი საუბრები მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კარგი არ არის. არ შეიძლება მისმენენ - არ მისმენენ დამაჯერებელი ტონით ისაუბრო, მგონი საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს. რაც შეეხება მინისტრის გადადგომის დაანონსებას, წინასწარ განცხადებების კეთება არ მგონია აუცილებელი, რადგან არ ვიცით, გამოძიებით რა დადგინდება. ვიდრე დადგინდება პრევენციულად გადადგომის მომხრე, რასაკვირველია მე ვერ ვიქნები და ასეთ მოსაზრებას, რომ წინასწარ ბრალის დადასტურების გარეშე ვინმე პასუხისგებაში მიეცეს, არ მგონია სწორი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ვგულისხმობ მათ შორის,-, განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ მასაც უსმენენ. როგორც მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან განაცხადა, საყოველთაო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფუნქციონირებად დემოკრატიაში პასუხისმგებელი პირი გადადგებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა