თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ ხარისხის მართვის სერტიფიკატი კვლავ მოიპოვა

თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9001:2015 კვლავ მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მართვის ხარისხის უმაღლესი შეფასება მიიღო. ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი - ISO 9001:2015 სააგენტოს ბიზნესმენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SAI GLOBAL-მა გრძელვადიანი აუდიტის შემდეგ მიანიჭა.

აღნიშნულ ფაქტს სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს.

„მოხარული ვარ, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მეორედ მოიპოვა. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის. ეფექტური მართვა ნიშნავს სააგენტოს რესურსების რაციონალურ ადმინისტრირებას და თუ გავითვალისწინებთ, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირპროპორციულია“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, მართვის ხარისხის საერთაშორისო შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პირველად 2018 წელს მიენიჭა. უწყების მიერ განხორციელებული სისტემური ცვლილებები მაშინაც უმაღლეს დონეზე შეფასდა. პარალელურად, მომზადდა რეკომენდაციები ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც სააგენტოსა და საჯარო ბაგა-ბაღების ოპერირებაში ეფექტურად დაინერგა და განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო