მიხეილ სარჯველაძე - მისასალმებელია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რათა გარკვეული სპეკულაციებისთვის საფუძველი მოისპოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, მისასალმებელია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით, საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განაცხადა, ამ ინიციატივის მიზანი სწორია და გარკვეული სპეკულაციების საფუძველს მოსპობს.

„მისასალმებელია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, ვინაიდან მიზანი ერთმნიშვნელოვნად სწორია და მიმართულია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რათა გარკვეული სპეკულაციებისთვის საფუძველი რაც შეიძლება ნაკლები იყოს და მოისპოს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა