ელენე ხოშტარია - ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი - საქართველოს მოქალაქემ მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე უნდა მოიგოს

ჩვენი პოლიტიკური, ტაქტიკური ამოცანაა სასამართლო სტადიების გავლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი - საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც პრეცედენტი, რომელიც სამომავლოდ დაიცავს მოქალაქეებს არჩევნების გაყალბებისგან", - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, მათი მოკლევადიანი ამოცანაა მეორე ტურისთვის "გამყალბებლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა", გრძელვადიანი ამოცანა კი არის ის, რომ გაყალბება ამ ქვეყანაში არ დამყარდეს, როგორც ნორმა.

„ჩვენ გავასაჩივრეთ 184 უბანი, რომელიც იყო აბსულუტურად მკაფიოდ დასაბუთებული, როგორც ბიულეტენების მასიური დაკარგვის ფაქტებით, ბიულეტენის ჩაყრის ფაქტებით, ასევე ოქმების გადასწორებით. ამ საკითხების განხილვის პირველ ეტაპზე, ჩვენ გვესმოდა აბსოლუტურად უტიფარი განცხადებები და საოლქო სხდომები, სადაც არც კი ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რატომ არ უნდა გადაეთვალათ მსგავსი უბნები. საუბრობდნენ, დიდი ამბავი, თუ ბიულეტენი დაიკარგა, როდესაც ვიდეოს გადახვევას ვთხოვდით ამბობდნენ : "ღმერთი გვიყურებს რად გვინდა ვიდეო". ეს ყველაფერი დეტალურად გვაქვს აღწერილი. სასამართლოში ყველა ეს უბანი გავასაჩივრეთ. ესეც როგორც მოსალოდნელი იყო, ფორმალური იყო, ძალიან სწრაფად ერთ დღეში თქვა სასამართლომ ოქმების გადათვლაზე უარი, არცერთი არგუმენტი არ დაუსაბუთებია, თუ რატომ. მიუხედავად ამ უტიფრობისა, ჩვენი „მიწოლა“ მნიშვნელოვანია, რომ მირანდა მესხისნაირი გამყალბებლები, რაც ზუგდიდში ვნახეთ, თავს დისკომფორტში გრძნობდნენ. მათ არ ჰქონდეთ განცდა, რომ მათი გაყალბება შეუმჩნეველია. ჩვენი მთავარი პოლიტიკური, ტაქტიკური ამოცანაა ამ სასამართლო სტადიების გავლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი. ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე, უნდა დადგინდეს სტრასბურგის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც პრეცედენტი, რომელიც სამომავლოდ დაიცავს მოქალქეებს არჩევნების გაყალბებისგან. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, ეს არის მეორე ტურისთვის გამყალბებლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა, გრძელვადიანი ამოცანა, რომ გაყალბება ამ ქვეყანაში არ დამყარდეს, როგორც ნორმა", - აღნიშნავს ხოშტარია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს