გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილის კარიკატურული გამოსახულებით პლაკატები, რომელიც „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ ღობეზე გააკრეს, ჩამოხიეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კარიკატურული გამოსახულებით პლაკატები, რომელიც მისი პარტიის წევრებმა „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ დროებით ღობეზე დღეს გააკრეს, ჩამოხიეს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთელ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ სატირას სდიოს“.

როგორც ნონიაშვილი განმარტავს, საკრებულოს დადგენილებით, მსგავს ღობეებზე, მათ შორის, „პანორამა თბილისის“ ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია და მისი ჩამოხევა კანონდარღვევაა. ნონიაშვილის თქმით, პლაკატებს კიდევ გააკრავენ.

„3 საათის წინ „პუშკინის სკვერში“ გავაკარით პოლიტიკური სატირა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების მიმართ სატირა, ასევე ეს პოლიტიკური სატირა არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან. ეს უკანონო ქმედებაა. საკრებულოს 86-78 დადგენილებში პირდაპირაა მითითებული, რომ სააგიტაციო მასალის გაკვრა დაშვებულია სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე. აქვე არის დანართი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ამ ლოკაციაზე შესაძლებელია საგიტაციო მასალის გაკვრა. ჩვენ ამით ვისარგებლეთ და გავაკარით ჩვენი სააგიტაციო მასალა, პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული. მათ ეს სტიკივათ, ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, „მეფე მზის“ მიმართ. ამიტომ ორ საათში გააქრეს ყველაფერი. ახლა კიდევ მოვედით და ჯიუტად კიდევ გავაკრავთ“,- განაცხადა ნონიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა