თამარ გაბუნიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით, ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მიმართვის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება. გაბუნიას თქმით, შეხვედრას სააკაშვილის პირადი ექიმიც ესწრებოდა.

"იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომართა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ჯგუფი ჰყავს, რომლებიც შესაძლებელია ჩაერთონ ამ პროცესში. დღეს იყო პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტებისსაქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. როგორც კი, იუსტიციის მინისტრისგან მითითებას მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც”, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა