თამარ გაბუნია - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტი

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მომატებულია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, განსაკუთრებით კახეთში, რაც შესაძლოა რთველთან და სოციალურ ღონისძიებებთან იყოს დაკავშირებული.

მისივე თქმით, ინფიცირების მატება შეინიშნება ახალგაზრდებშიც. გაბუნია განმარტავს, რომ სტუდენტების მცირე ნაწილია აცრილი.

"განსაკუთრებით მომატებული შემთხვევები არის კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება ბოლო პერიოდში რთველის სეზონს, შესაძლოა, მას შემდეგ იყო გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა, ასევე წვიმიანი სეზონი იყო და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხდებოდა შენობების შიგნით, რამაც ხელი შეუწყო გავრცელებას. ასევე გარკვეული მატება აღინიშნება ახალგაზრდა ასაკის ჯგუფებში, შესაძლებელია სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე გვქონდა, რადგან სტუდენტების მცირე ნაწილია ვაქცინირებული და ბუნებრივია, აკადემიურ გარემოში ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს, ასევე გასათვალისწინებელია, ვაქცინაციის ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, დაახლოებით მილიონი ადამიანია სულ მცირე ერთი დოზით აცრილი. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან ინფიცირებულების ის ნაწილი, ვინც უკვე ვაქცინირებულია და არის ასეთი ჯგუფი, მცირე, მაგრამ მაინც, ბინაზე რჩებიან და როგორც წესი, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში დაავადება", - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა