თბილისის მერია - 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო, სადაც გზის საფარის მოწყობამდე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 7 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, რისთვისაც 730 873 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, აღმაშენებლის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე კი, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 370 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა საფარი 6 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს