მამუკა ხაზარაძე 2022 წლის ბიუჯეტზე - ეს არის სიღატაკის მზარდი მრუდი - 2022 ბიუჯეტი არანაირ ინდიკაციას არ იძლევა, რომ ეს სიღატაკე სადღაც გაჩერდეს

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართა. მისი თქმით, ამ მიდგომით და პოლიტიკით ხელისუფლება ქვეყანას აჩვევს სიღატაკეს.

ხაზარაძის თქმით, ისინი ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ უნდა გააჩნდეთ მომავლის პერსპექტივა და 2022 წლის ბიუჯეტი არანაირ ინდიკაციას არ იძლევა იმისას, რომ ეს სიღატაკე სადღაც გაჩერდება.

„ბავშვებს რომ ეხმარებით ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მშობლები ვერ უზრუნველყოფენ ამ ბავშვების ნორმალურ ცხოვრებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არის გაღატაკებული. ამ მიდგომით და პოლიტიკით ჩვენ ყველას გვაჩვევთ სიღატაკეს. ამ მენტალობას აჩვევთ ადამიანებს და ეუბნებით, 10 ლარს მოგიმატებ და შენ პერსპექტივა არ გექნება მომავლის. ეს ბიუჯეტი არანაირ ინდიკაციას არ იძლევა იმისა, რომ ეს სიღატაკე სადღაც გაჩერდეს. ეს არის სიღატაკის მზარდი მრუდი. წინა წლების ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის გაღატაკებას ემსახურება, მაგრამ ვალდებული ხართ ციფრები სწორად მოიყვანოთ აქ. თქვენ ბრძანეთ თქვენს გამოსვლაში, თანხა გავზარდეთო ბავშვებზე და ა.შ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის სერიოზული შეცდომაში შეყვანა. თქვენ შეიძლება თანხა გაზარდეთ, მაგრამ ბოლო 5 წელიწადში 250 000 ადამიანი დაამატეთ შემწეობის მიმღებთა სიას. რაც არ უნდა ისაუბროთ იმაზე, რომ სიებიდან ძველი მიმღებები არ ამოიღეთ, ეს კიდევ მეორე დანაშაულია თუ ვინმეს არ ეკუთვნის და ისევ სიაში გიზით. როგორც ფინანსისტმა უნდა მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ ნათლად ვხედავთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში რა იყო 2015 წელს და რა არის 2022 წელს. მილიარდ ლარამდე და დაახლოებით 1 მილიონ ადამიანზე გახვალთ თქვენ წელიწადში. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ - როცა ვსაუბრობთ ვისაუბროთ ფაქტებით და ციფრებით რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან.

მთელი ქვეყნის 13% ადამიანების ავსებს მთელ ბიუჯეტს და თქვენ ერთი მესამედი გყავთ შემწეობაზე. ეს არის სიღატაკის მზარდი მრუდი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს