თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1300-მდე სენსორის ტიპის აპარატს შეიძენს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 1300- მდე სენსორის ტიპის აპარატის შეძენას გეგმავს.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, შესყიდვის პროცედურა უმოკლეს პერიოდში დასრულდება.

"დიაბეტის პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია ახორციელებს. დაახლოებით ბოლო წელიწადნახევარია მიმდინარეობს მუშაობა ახალი სენსორის ტიპის აპარატის შესყიდვაზე, რომელიც მიმდინარე რეჟიმში იძლევა გლუკოზის დონის კონტროლის შესაძლებლობას. დაახლოებით 7 მილიონი ლარია წინასწარი პროგნოზული ბიუჯეტი იმისთვის, რომ მოხდეს 1300-მდე აპარატის შეძენა და კიდევ ამას სჭირდება სახარჯი მასალა, მხოლოდ აპარატის ღირებულება არ არის პროგრამული ხარჯი. ამაზე ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, 2022 წლიდან გვქონდა დაგეგმილი ბავშვებისთვის მიწოდება და მოკლე ხანში ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება შესყიდვის პროცედურის დასრულება და ბავშვები მიიღებენ ამ აპარატებს", - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა