გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, სტალინის, ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, ჩოხი, ჯუღისი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა