კობა გვენეტაძემ ეროვნულ ბანკში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ყურადღება მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის გავლენას და მაღალ ინფლაციაზე საუბარს დაეთმო, რომელიც წელს მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა.

„შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლების მიერ საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციისგან გამომდინარე პოტენციურ რისკებსაც განიხილავს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეფორმების გაგრძელებისათვის ასეთი პროგრამის აუცილებლობაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ვითარებას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა