მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მისამართით რაიმე საყვედური, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის კუთხით, არ არსებობს.

“ამ დროისთვის სწორად ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ შევთანხმებულიყავით იმ მექანიზმებზე, რითაც ეს გაკონტროლდება. ამ მონაცემებით, საფუძველს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ რაიმე ბრალდება იქნას წაყენებული, ან რაიმე საყვედური იქნას თქმული პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ყველა სტანდარტი და უფლება, რომელიც არის მოქმედი კანონმდებლობით და თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული, დაცულია და რაიმე საპირისპიროს დასაბუთების საფუძველი ობიექტურად არ მოიპოვება.

მომავალშიც გაგრძელდება და სწორად ამაზე შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია.

პერსონალური მონაცემები ზოგადად, ეს არის სტანდარტი, ყველას ევალება, რომ დაცული იქნეს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გვქონდა საუბარი, როგორ მოხდება პრევენცია იმისა, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს პატივისცემის სტანდარტი. გვაქვს რეალური გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება სამომავლოდ პრევენცია ასეთი სამართლებრივი დარღვევების”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, რომ განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა