საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან შეხვედრა გამართა და გამოფენა ,,ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელსა და მწერალს, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ქალ ელჩებს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა „ბერტა ფონ ზუტნერი" საჩუქრად გადასცა და სიტყვით მიმართა.

„საკმაოდ სიმბოლურია დღეს აქ ყოფნა, რადგან ეუთოს ჰყავს ქალი გენერალური მდივანი, ამავდროულად, ჩვენ ვიხსენებთ ნობელის მშვიდობის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში.

მე ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს არის ის, რასაც ქალთა საზოგადოებისა და კავშირებისაგან მეტი ძალისხმევა სჭირდება.

ბერტა ფონ ზუტნერი იყოს ამ მიმართულებით ჩვენთვის, როგორც ქალი ლიდერებისათვის ჩვენი მუშაობის სიმბოლო და მოდელი, რომელიც ინსპირაციას მოგვცემს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის და ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობისათვის.

„მოხარული ვარ თქვენი მასპინძლობით, რადგან თქვენ ხართ ქალი ლიდერისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა ჩართულობის ნათელი მაგალითი.

მადლიერი ვარ ამ გამოფენისათვის, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გავიხსენოთ ლიდერი ქალი“,- განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა