ნიკოლოზ სამხარაძე სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის პარლამენტში მის კოლეგას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიჰკელსონს, ესტონეთი- საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარია იუფერევა- სკურატოვსკის და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე მათ შორის, როგორც საკომიტეტო ასევე, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში.

„აღინიშნა, რომ ესტონეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ და დასძინა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ახლახან ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრისას მიმოიხილეს საქართველოს ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მათ შორის, რეფორმების დღის წესრიგი, რათა 2024 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის შესახებ ამბიციური განაცხადი სისრულეში იქნას მოყვანილი.

„მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წინ წამოწევაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე და რუსული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ ისაუბრეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გაიმართება“, - ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა