პაატა მანჯგალაძე - არ ვიცი ხვალინდელი აქცია როგორ დაეხმარება სააკაშვილს, მაგრამ იქ ვიდგები ყველანაირი პარტიული ატრიბუტიკის გარეშე - არ მინდა, მესამე პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაასრულოს სიცოცხლე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება, ის აქციაზე წასვლას მაინც აპირებს.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის პატიმრობაში პოლიტიკური მოტივის ძალიან დიდი წვლილია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალინდელ აქციაში არ მონაწილეობს. ყველა აქციაზე ვერ იქნება წარმოდგენილი პარტია და პარტიული სიმბოლოები, სადაც ინდივიდუალურადაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ ჩვენი პირადი მონაწილეობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ძალიან დიდი წვლილია პოლიტიკური მოტივის, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად არის დაინტერესებული მისი პატიმრობით. ვალერი გელაშვილის საქმეც ვიცი, გირგვლიანის საქმეც, მაგრამ მარტივ კითხვას უნდა ვუპასუხოთ - დღეს არის თუ არა საქართველოში პოლიტიკურად თავისუფალი სასამართლო? - ამას უნდა ვუპასუხოთ. მის ბრალეულობას ხომ არ გამოვრიცხავთ? ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მაღალი პოლიტიკური ინტერესი აქვს ხელისუფლებას. არ ვიცი ხვალინდელი აქცია როგორ დაეხმარება სააკაშვილს, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე, ერთი ადამიანი იქ ვიდგები ყველანაირი პარტიული ატრიბუტიკის გარეშე. პარტიას არ ვემიჯნები, პარტიაში ძალიან თავისუფლად არის ეს საკითხი, ეს არ არის პარტიული დისციპლინის საკითხი. ჩვენ უნდა დავასრულოთ, რომ ყოფილი ხელისუფლება კლავს, მერე ვიღაცა იჭერს, ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც ყველას ერთმანეთის ნდობა ექნება. ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავს ან დაჭერას ან სიკვდილს! მე ეს სტანდარტი მინდა შემოვიტანო და საერთოდ არ მაინტერესებს პარტიული კუთვნილება. ვიცი, რომ შიმშილობის ყოველი დღე მისთვის იქნება სასიცოცხლო რესურსის ამოწურვა და ნამდვილად არ მინდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ტრაგიკულად დაასრულოს სიცოცხლე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა