ლევან იოსელიანი - მინდა ქვეყანა, სადაც რამდენიმე პრეზიდენტი, ყოფილი და მოქმედი ერთად შეძლებს დადგომას და სურათის გადაღებას, მაგრამ ამ დიდ ეროვნულ შერიგებას სჭირდება სამართლიანობის განცდის არსებობა

ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც მოხდება დიდი ეროვნული შერიგება, მაგრამ ამ დიდ ეროვნულ შერიგებას სჭირდება სამართლიანობის განცდის არსებობა, - ამის შესახებ მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ეროვნული შერიგება“ ისე უნდა მოხდეს, რომ წინა ხელისუფლების დროს უსამართლობის და წნეხის მსხვერპლი ადამიანების „თვალებში ჩახედვის საშუალება“ გვქონდეს.

„მე არ ვარ რევანშის და საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვის მომხრე. მინდა ის ქვეყანა, სადაც რამდენიმე პრეზიდენტი, ყოფილი და მოქმედი პირველი პირი ერთად შეძლებს დადგომას და სურათის გადაღებას. ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც მოხდება დიდი ეროვნული შერიგება, მაგრამ ამ დიდ ეროვნულ შერიგებას სჭირდება სამართლიანობის განცდის არსებობა, ეს არის ყველაზე მთავარი.

უნდა გვქონდეს პასუხი, იმ უამრავ ადამიანთან ვინც იყო უსამართლობის, წნეხის ქვეშ, სანდრო გირგვლიანის ოჯახთან, ვალერი გელაშვილის ოჯახთან და უამრავ სხვა ადამიანთან. უნდა გვქონდეს ამ ადამიანებთან თვალებში ჩახედვის საშუალება. სამართლიანობა თუ არ იქნა ამ ქვეყანაში, ვერანაირი შერიგება, ვერანაირი კონსოლიდაცია ვერ მოხდება და ამ სამართლიანობას სჭირდება პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს