ივანე ჩხაიძე - ვაქცინაციის სასურველ ციფრამდე მიღწევა გაძნელდება, თუ ყოველდღიურად 5 000 ადამიანი აიცრება, 2022 წელსაც გავატარებთ შიშის, რისკისა და საფრთხის ქვეშ

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმატებს იმის გამო, რომ საზოგადოება არ იცავს რეკომენდაციებს და არ ატარებს სამედიცინო პირბადეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს რეგულაციების მკაცრი კონტროლის მექანიზმი.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ახალი შემთხვევების მატება ასევე განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

„კორონავირუსი არის ინფექციური დაავადება, გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. თუ ჩვენ არ ვიცავთ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, არ ვატარებთ ნიღაბს, არ ვიცავთ დისტანციას, არ ვიმუშავებთ ხელებს, შესაბამისად ვიღებთ ინფიცირებას. ეს არის შედეგი, ის, რაც აუცილებლად გვჭირდება, ნიღბის ტარების მკაცრი კონტროლი, არ არსებობს. ნიღბის ტარების ვალდებულება ყველასთვის არ გახდა ყოველდღიური ცხოვრების წესი. აგვისტოდან მოყოლებული სექტემბრის ჩათვლით, რომ ყოფილიყო 25-26 ათასი ვაქცინირებული ადამიანი, ასეთი ციფრი არ იქნებოდა. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ნაკლებად დაცვამ და ვაქცინაციის ნაკლებმა ტემპმა განაპირობა ეს შედეგი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი, ვაქცინირებულთა ყოველდღიური რაოდენობა არ გაიზრდება, საქართველოსთვის მომავალი წელიც რთული იქნება.

„რასაც ველოდებით, ეს არის 15 ოქტომბრიდან დაანონსებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი - სოფელში მობილური ბრიგადების ჩასვლა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშონ და ოქტომბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. დიდი ალბათობით, შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სასურველ ციფრამდე მიღწევა გაძნელდება. ამიტომ, ასეთი ვარიანტი აუცილებლად უნდა იყოს განხილული, ეს სარეზერვო გეგმა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი გაგრძელდება თვეების და წლების განმავლობაში. თუ ყოველ დღე 5 ათასი ადამიანი აიცრება და არც ეს მგონია რეალური, ნათელია, რომ 2022 წელს გავატარებთ ისეთივე შიშის, რისკისა და საფრთხის ქვეშ, როგორც ახლა ვართ. გვექნება ინფიცირების მუდმივად მაღალი მაჩვენებელი, პერიოდულად გვექნება „პიკები“, ყოველდღიურად 30-40 გარდაცვლილი, მუდმივად შიში, რომ ჩვენ ვიღაც „წითელ ზონაში“ შეგვიყვანს, აკრძალვას მოგვიყენებენ და ტურისტის ჩამოსვლაც იქნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა